მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოცულობის საბიუჯეტო დეფიციტი აქვს აშშ-ის მთავრობას?

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 ფისკალური წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 602 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ერთ კვარტალში მთავრობა $602 მილიარდით მეტს ხარჯავს, ვიდრე საბიუჯეტო შემოსავალს იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 109 მილიარდი დოლარით ნაკლებია, ეკონომისტები მაინც შეშფოთებას გამოთქვამენ ხარჯვის მაღალი ტემპის გამო. მხოლოდ წინა თვეს დეფიციტმა 145 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ამ თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დეფიციტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სახელმწიფო ხარჯების მატებამ, განსაკუთრებით სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით; ასევე სახელმწიფო ობლიგაციებზე გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, რაც ვალის მომსახურებას აძვირებს.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საბაჟო გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა და პირველ კვარტალში 90 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ტარიფების ზრდით არის განპირობებული, თუმცა ეს შემოსავალი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი საერთო დეფიციტის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, რაც პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ხარჯვის არსებული დინამიკა შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის დეფიციტი 2 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს სამთავრობო ვალის ზრდას, რომელიც ისედაც რეკორდული $38.6 ტრილიონის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები