მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ზარალი გამოიწვია ბალტიმორის ხიდის ჩამონგრევამ?

ბალტიმორის ხიდი

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ხიდს შეეჯახა, რომელმაც დარტყმას ვერ გაუძლო და სრულად ჩამოინგრა.

ინციდენტს ექვს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა.

ამ ეტაპზე ზარალის შეფასება თითქმის შეუძლებელია, რადგან გამოძიება სწორედ ახლა დაიწყო, თუმცა ანალიტიკოსები უკვე ავრცელებენ წინასწარ შეფასებას. მათი გამოთვლებით, ბალტიმორის ხიდის კოლაფსი 3 მილიარდი დოლარის პირდაპირ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს, რომლის დაფარვა საქმეში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხიდის ჩამონგრევის გამო, ბალტიმორის პორტი ფაქტობრივად ჩაიკეტა და სანამ გასასვლელი არხი არ გაიწმინდება, იქამდე სავაჭრო პროცესი შეჩერებული იქნება. ზუსტად რამდენი დღე დასჭირდება არხის გახსნას, ამ ეტაპზე უცნობია.

კიდევ ერთი ფაქტორი სავაჭრო გზების არევას უკავშირდება. ვინაიდან, ბალტიმორის ხიდს კომპანიები ტვირთის გადასაზიდად აქტიურად იყენებდნენ, ახლა უკვე მათ ალტერნატიული მარშრუტის მოძებნა მოუწევთ, რაც მათ საოპერაციო ხარჯებს დამატებით გაზრდის.