მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობისაა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვი?

რუსული რეზერვი

რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო მოცულობა 650 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც, ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ერთ თვეში $8.5 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც მარეგულირებელი განმარტავს, ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებაა, რომელსაც რუსულ რეზერვში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კერძოდ, საუბარია $230 მილიარდის ოქროზე და მის ციფრულ სერტიფიკატებზე.

სავალუტო რეზერვის მოცულობას რაც შეეხება, ის დაახლოებით 418 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $390 მილიარდი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული $650 მილიარდიდან პორტფელის თითქმის ნახევარი დასავლურ იურისდიქციაშია გაყინული და ცენტრალურ ბანკს მასთან წვდომა არ აქვს, თუმცა ის ფინანსურ ანგარიშგებაში მაინც აღირიცხება და რუსეთის მთავრობის ბალანსზე რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები