მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნიშნით შეარჩია მთავრობამ სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე - მინისტრი

5e37d11f77815
ინგა მურუსიძე
03.02.20 12:00
2019
"გუნდური თათბირის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს გააჩნია საკმარისი და ძალიან კარგი მენეჯერული გამოცდილება, რომ გაუმკლავდეს ჰოლდინგის გამოწვევებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა და საზოგადოებას სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად გიორგო ჩოგოვაძე წარუდგინა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჰოლდინგს მომავალში შეუერთდებიან რეგიონული კლინიკები, რათა ჯანდაცვა ყველგან ხელმისაწვდომი იყოს.

„შეგვიძლია დავაანონსოთ სამედიცინო ჰოლდინგის დაარსება და აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მისი დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. გუნდური თათბირის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს გააჩნია საკმარისი და ძალიან კარგი მენეჯერული გამოცდილება; მისი ამ უნარ-ჩვევების და გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ძალიან კარგად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ჰოლდინგს ნამდვილად ექნება. სწორედ ასეთი კანდიდატურა იქნებოდა სწორი. მე მინდა გიორგის მივულოცო ამ თანამდებობის დაკავება. შემდეგ ეტაპზე ჰოლდინგს შეუერთდებიან რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს გეოგრაფიული დაფარვის სრული მოცვა. საქართველოს რუkის დამუშავებაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, სადაც გვაქვს დეფიციტი და შემდგომში ბატონი გიორგი მოახდენს ამ რუკის უფრო მეტად დახვეწას და ჩამოყალიბდება სისტემური სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშოაბა რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები