მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ოდენობის არადეკლარირებული თანხა ამოიღო შემოსავლების სამსახურმა ბოლო ორ თვეში?

შემოსავლები

ბოლო 2 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და "სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 163 900 აშშ დოლარი, 1 250 ევრო და 5 501 500 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 613 669,6 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 61 447, 894 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები