მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით მოხდება "რთველი 2024"-ის სუბსიდირება? - განკარგულება

რთველი ყურძენი

მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და ერთი კილოგრამი სანაცვლოდ ჩამბარებელს მინიმუმ ერთ ლარს გადაუხდის. აღნიშნული მიმართულებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება. კომპანიები ვალდებულები იქნებიან შესყიდული ყურძნის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების თანხლებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინონ.

ჭარბი და დაზიანებული რქაწითლის ჯიშის ყურძნის შესყიდვაზე კი 50 მილიონი ლარი მიიმართება, აღნიშნულს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" განახორციელებს.

2024 წლის რთველზე მთლიანობაში 300,000 ტონა მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი.

2023 წელს მთავრობა კომპანიებისთვის 20 თეთრის სუბსიდიას გასცემდა იმ შემთხვევაში თუკი ისინი რქაწითელის ჯიშის ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად ჩაიბარებდნენ, შესაბამისად 2024 წლის რთველისთვის კომპანიებისთვის წარდგენილი მოთხოვნა გაიზარდა.

ასევე 90 თეთრად იბარებდა დაზიანებულ/ჭარ ყურძენს მოსავლის მართვის კომპანიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები