მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვება? - იურისტის განმარტება

624c20941717a
მარიამ ადამია
06.04.22 00:00
2655

რა პირობის დაცვით შეუძლიათ რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვება? - BMG-მ ეს კითხვა იურისტს, დავით კლდიაშვილს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ ნებართვის მიღებისთვის ქვეყანას, დაახლოებით ათამდე საფუძველი აქვს გათვალისწინებული, მაგრამ ყველაზე რელევანტური მათგან ორია.

“რუსეთის მოქალაქეები, ყველაზე ხშირად სამუშაო ბინადრობის ნებართვას ითხოვენ, როდესაც კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს წარადგენენ და მეორე გზა უძრავი ქონების შეძენაა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ შენაძენის ღირებულება, რომელიც არ იქნება სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 100 000 დოლარის ექვივალენტს უნდა აღემატებოდეს,” - ამბობს დავით კლდიაშვილი.

თუმცა იურისტის თქმით, ამ პირობების დაკმაყოფილება, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ ბინადრობის ნებართვას, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რჩება დისკრეციული უფლებამოსილება, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უარი თქვას ნებართვის გაცემაზე.

“ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია თუ რამდენად სწორად შეაფასებს ამა თუ იმ პირს და მასთან დაკავშირებულ რისკებს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ყველა წესის გავლისა და გათვალისწინების შემდეგ, ნებართვის გაცემაზე უარი უთქვამთ,”- განაცხადა კლდიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება, ბიზნესის სხვა ქვეყანაში გადატანა და ასევე კაპიტალის შენარჩუნება გადაწყვიტეს, თუმცა არჩევანი დიდი არ აქვთ და ძირითადად, სამ ქვეყანას შორის უწევთ გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის კი, საქართველოც სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები