მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს აგროტურიზმს საქართველოში?

საქართველოს ბანკი
BM. GE
02.11.23 16:38
96
სტატიაში საუბარია:

ბოლო წლების განმავლობაში მოგზაურთა და დამსვენებელთა პრეფერენციები საგრძნობლად იცვლება. მაღალტექნოლოგიური ტურისტული სექტორის განვითარების ფონზე, სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ბუნების წიაღში დაბრუნება და ავთენტური გამოცდილების მიღება. ამ ტენდენციას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით აგროტურიზმზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, გლობალური ინდუსტრია 45 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა პროგნოზირებულია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აგროტურიზმის სექტორის შეფასება $63 მილიარდს მიაღწევს.

მზარდ მოთხოვნას მომხმარებლის ქცევა და ბაზრის მრავალფეროვნება განაპირობებს. აგროტურიზმზე ფოკუსირებული ობიექტის მოწყობა ფაქტობრივად ნებისმიერი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიასთანაა შესაძლებელი.

ამ ტიპის გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებულ ტურისტებს, ძირითადად, რამდენიმე მოტივი ამოძრავებთ:

ბუნების სილამაზით ტკბობა – აგროტურიზმის უმთავრესი ხიბლი სწორედ ეს არის. ზოგიერთი დამსვენებლისთვის მთავარი პრიორიტეტი ბუნებაში განმარტოება და ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებისგან დროებით განშორებაა. რაც უფრო უნიკალური, შთამბეჭდავი და ჩამთრევია ბუნება, მით უფრო მაღალია ტურისტული ობიექტის მიმართ დამსვენებლების დაინტერესება.

საბედნიეროდ, საქართველო ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და სილამაზით გამორჩეული ქვეყანაა, ამიტომ აგროტურიზმის განვითარების პოტენციალი ქვეყნის ყველა რეგიონში მაღალია. თანაც ყოველი მხარე ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია, რაც დამსვენებლებისთვის უნიკალური გამოცდილებების შეთავაზების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

ავთენტური გამოცდილების მიღება – მართალია, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კომფორტისა და სიმყუდროვის უმაღლეს სტანდარტამდე მიგვიყვანა, თუმცა ამ პროცესში ავთენტურობის შეგრძნება დაიკარგა. აგროტურიზმი დამსვენებელს გამოცდილებების ფართო სპექტრს სთავაზობს, ცხენზე ჯირითით დაწყებული, თევზაობის, მოსავლის აღების თუ რთველის პროცესში ჩართვით დასრულებული. ამ ტიპის აქტივობებით დაკავება ქალაქის ან ტრადიციული სასტუმროების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია, აგროტურიზმი კი სწორედ ამ სახის გამოცდილებებზე დგას.

გასტრონომიული მოგზაურობა – კულტურასა და კულინარიას შორის კავშირი ყველაზე მკაფიოდ სწორედ იქ ჩანს, სადაც თავად ეს საკვები თუ სასმელი იბადება. კერძის წარმოშობის ადგილთან გაცნობა მისი უნიკალურობისა და შინაარსის გააზრებაში გვეხმარება. აგროტურიზმი არა მარტო გემოთი და არომატით, არამედ ისტორიით ტკბობის საშუალებასაც იძლევა, ამ გამოცდილებას კი დამსვენებლები ნამდვილად აფასებენ. შატოს მისტიკურობა და ღვინის მარნების პოპულარობა სწორედ ამ ფაქტით აიხსნება.

ცოდნის მიღება – უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ადამიანები ერთმანეთს საინტერესო ისტორიებს, მითებსა და იგავებს უზიარებენ. ეს ჰომო-საპიენსის ქცევის განუყოფელი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ ის დასვენებისა და განტვირთვისთვის ერთგვარ ფუნდამენტს წარმოადგენს. აგროტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შეცნობა, საინტერესო ისტორიების მოსმენა და ადგილობრივი მითების გაცნობა სურთ, რათა სასიამოვნო გამოცდილება მათ ცნობიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდოს.

ცხადია, დაუვიწყარი და უნიკალური მოგონებების სანაცვლოდ ადამიანები ფინანსური რესურსების გასაღებადაც მზად არიან, ეს კი აგროტურიზმზე ორიენტირებული ბიზნესს მდგრადი განვითარების საშუალებას აძლევს.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში არსებული ბუნება და კულტურა აგროტურიზმის განვითარებისთვის ზედგამოჭრილია. ქვეყანას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით გლობალურ ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს და უნიკალურ გამოცდილებაზე ორიენტირებული ტურისტები მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს.

ამჟამად ქვეყანაში არსებული აგროტურისტული ობიექტების უდიდესი ნაწილი შედარებით მცირე ზომისაა და კონცენტრირებულია საოჯახო სასტუმროების სეგმენტში. მართალია, ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეცაა, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, აგროტურიზმის განვითარება საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ბანკს მარნების დაფინანსებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა აქვს. აგროკრედიტის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ 11%-იანი თანადაფინანსებით 48 თვის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ნაწილის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია დაფარავს.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკს აგრობიზნესის განვითარებისთვის არაერთი სპეციალური პროგრამა აქვს, რომელთაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები