მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პოზიციებს იკავებენ აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

აზერბაიჯანი ბაქო

საქართველო 2025 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებს. Heritage Foundation-ის ინდექსში მას 69 ქულა აქვს მინიჭებული, რაც წლიურ ჭრილში 0.6 ქულით არის გაზრდილი. თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს პოზიცია გაუარესებულია 2021 წელთან შედარებით როდესაც ქულა 76-ს შეადგენდა, ხოლო პოზიცია კი მსოფლიოში მეთორმეტეს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათი შედეგები ასე ნაწილდება:

  • სომხეთი - 65.4 ქულა, 57-ე ადგილი;
  • აზერბაიჯანი - 62.5 ქულა, 75-ე ადგილი;
  • თურქეთი - 56.1 ქულა, 111-ე ადგილი;
  • რუსეთი - 51.6 ქულა, 135-ე ადგილი.

სომხეთის შესახებ Heritage Foundation-ი მიუთითებს, რომ ყველაზე დაბალი შეფასება სასამართლო სისტემის მიმართულებით აღინიშნება რაც 31.1 ქულას შეადგენს. აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, ყველაზე დაბალი ქულა სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კრიტერიუმშია, რაც 16.7 ქულას შეადგენს, ასევე თურქეთსაც ყველაზე დაბალი ქულა - 23.8 სწორედ ამ კრიტერიუმში აქვს, რუსეთს კი ყველაზე დაბალი ქულა საკუთრების უფლებების კრიტერიუმში აქვს, რაც 18.6 ქულას შეადგენს.

რაც შეეხება უკრაინას, მიმდინარე ომის გამო, Heritage Foundation-ი 2022 წლის შემდეგ აღარ აქვეყნებს უკრაინის შეფასებებს.

საქართველოს შედეგები ყველა კრიტერიუმში:

  • საერთო ქულა - 69.0 ქულა;
  • საკუთრების უფლებები - 62.3 ქულა;
  • მთავრობის კეთილსინდისიერება - 58.9
  • სასამართლო ეფექტურობა - 55.3
  • საგადასახადო ტვირთი - 89.1
  • სახელმწიფო ხარჯვა - 72.9
  • ფისკალური სიჯანსაღე - 75.9
  • ბიზნესის თავისუფლება - 78.1
  • შრომის თავისუფლება - 63.5
  • საფინანსო თავისუფლება - 65.3
  • ვაჭრობის თავისუფლება - 86.0
  • ფინანსური თავისუფლება - 60.0
  • საინვესტიციო თავისუფლება - 60.0

ბოლო რამდენიმე წელში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოწვეულია საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებული ვითარების უკუსვლით, ასევე სასამართლო ეფექტიანობის გაუარესებით, მმართველობის ხარისხის გაუარესებით, ფისკალური სიჯანსაღის შემცირებით, ბიზნესის თავისუფლების შემცირებით, ფინანსური თავისუფლების შემცირებით და მონეტარული თავისუფლების შემცირებით.

ამ ინდექსში საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში ყოველწლიურად 70 ქულაზე მაღალი იყო, თუმცა 2023 წლიდან ის 70 ქულაზე ნაკლებია.

საქართველოს შეფასება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:

2025 წლის ინდექსის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს სინგაპური 84.1 ქულით, შემდეგ მოდის შვეიცარია 83.7 ქულა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა 83.1 ქულით.

სიის ბოლოშია ჩრდილოეთ კორეა 3 ქულით (176-ე ადგილი), ასევე კუბა 25.4 ქულა 175-ე ადგილი და ვენესუელა 27.6 ქულა 174-ე ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები