მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრინციპით გაიზრდება ყოველწლიურად პენსია - მეთოდოლოგიაზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება

5d9deb87ab68c
ელენე გოგბერაშვილი
09.10.19 19:00
1259
ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციის პროექტზე მუშაობას თვის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში დაასრულებს.

პენსიის ინდექსაციამ უნდა განსაზღვროს, რა პრინციპით და რამდენით გაიზრდება ყოველწლიურად საბაზისო პენსია საქართველოში.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რა პრინციპზე იქნება დამყარებული პენსიის ინდექსაცია.

"ჩვენ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფებთან კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი გვქონდა, ძირითადად, სოციალური მიმართულებით მომუშავე ჯგუფებთან.

ოქტომბრის შუა პერიოდში, დაახლოებით 15 რიცხვში ჩამოდის კიდევ ერთხელ მისია. სავალუტო ფონდის, ასევე მსოლფიო ბანკის მისიასთან გვექნება დამატებითი კონსულტაცია და ინდექსაციის საბოლოო ვარიანტი, ვფიქრობ, თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება, რომ წარმოდგენილი იყოს.

რაზე იქნება დაფუძნებული, მრავალი ვარიანტი განვიხილეთ. იქნება კომბინირებული, იქნება იქ გამოყენებული ინფლაციის მაჩვენებელიც, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც აუცილებლად. არის ვარიანტი, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც იყოს გამოყენებული", - განმარტავს კაკაურიძე.