მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიის ამ ტემპით ზრდა არაჩვეულებრივმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა გახადა შესაძლებელი - სარჯველაძე

პენსია

"ეს [პენსიის ზრდის მასშტაბი] შესაძლებელი გახადა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. მართლაც არაჩვეულებრივმა მაჩვენებლებმა, რომლებიც გვაქვს საბედნიეროდ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პენსიის ინდექსაცია მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელს ითვალისწინებს, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო კი, წელს ზრდა მოსალოდნელზე მეტი იყო.

ვის რამდენით ეზრდება პენსია 2025 წლის იანვრიდან?

" რაც შესაძლებლობა უჩნდება სახელმწიფოს ყველაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების დროს, საკანონმდებლო დონეზე გაკეთდა დათქმა და ჩაიწერა მკაფიოდ კანონში, რომ ინფლაციის დონის გათვალისწინებით, ყოველწლიურად ხორციელდება ინდექსაცია. მაგრამ წელს, გაცილებით მეტი ამბიცია გვაქვს დასახული, რა შესაძლებლობაც გააჩინა ეკონომიკური ზრდის ტემპმა. ანუ ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ იმ მოცულობით პენსიის ზრდას რაც ინფლაციის დონითაა გათვალისწინებული, არამედ, ვფიქრობთ, რომ ცოტა მეტი იყოს ასეთი ზრდა რეალურად დაანონსდა კიდეც რამდენიმე დღის წინ, რომ 350 და 450 ლარამდე გაიზრდება პენსია. ეს შესაძლებელი გახადა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. მართლაც არაჩვეულებრივმა მაჩვენებლებმა, რომლებიც გვაქვს საბედნიეროდ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "იმედის" ეთერში.

არადა, 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დეტალური კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ იქნება შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით ახდენს პენსიის ინდექსაციას. კერძოდ:

  • 70 წლამდე პენსიონერთათვის პენსია ყოველწლიურად გაიზრდება ინფლაციის ოდენობით,
    მინიმუმ 20 ლარით;
  • 70 და უფროსი ასაკის პენსიონერთათვის პენსია ყოველწლიურად გაიზრდება ინფლაციისა
    და ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის ოდენობით, მინიმუმ 25 ლარით;
  • თითოეულ შემთხვევაში პენსია დამრგვალდება 5 ლარის სიზუსტით ზემოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები