მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რა პრობლემებიც 2020 წელს იყო, ისევ გრძელდება” – სავაჭრო ცენტრი "საბა"

61e6be91c5fbb
თათია კაკიაშვილი
18.01.22 20:35
1180
“რა პრობლემებიც 2020 წელს არსებობდა, ისევ გრძელდება”, - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „საბას“ გენერალურმა დირექტორმა პაატა კაჭარავამ bm.ge-სთან განაცხადა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს „ლოქდაუნი“ არ ყოფილა, ავეჯის ინდუსტრიას რეალიზაციის პრობლემები მაინც ჰქონდა.

„ყველაზე მეტად მცირე მოიჯარეებს გაუჭირდათ - პანდემიიდან გამომდინარე, მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს და სავაჭრო ცენტრიდან გავიდნენ. 2019 წელთან რომ გავაკეთოთ შედარება, გასულ წელს გაყიდვებში დაახლოებით 4,5%-იანი ვარდნა იყო. ამას გარდა, გაძვირდა ნედლეული, რაც ადგილობრივი წარმოების გაყიდვებზეც აისახა. რაც შეეხება იმპორტირებულ ავეჯს, გვიანდება ჩამოტანა და გაძვირდა ტრანსპორტირება. თუ ტრანსპორტირების ვადა საშუალოდ თვენახევარი იყო, ახლა ეს პროცესი 3-4 თვეს გრძელდება“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

მისივე თქმით, ავეჯის ინდუსტრიაზე უარყოფითად იმოქმედა ინფლაციამაც.

„ლარის არასტაბილურობა ზრდის სამომხმარებლო ხარჯებს და, შესაბამისად, მეიჯარეები სირთულეებს ვეღარ უმკლავდებიან. თვიდან თვემდე ძვირდება ავეჯი, მომხმარებელი ამას გაგებით ვეღარ ეკიდება, შესაბამისად, იკლებს პროდუქციის რეალიზაცია. ხალხს ხარჯის გაწევის ეშინია“, - დასძინა კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები