მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს აწყდებიან უკრაინელი ინვესტორები საქართველოში?

5e4ffc5d8c305
ანა ჯოხაძე
21.02.20 20:00
1142
ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობები, არაკვალიფიური მუშახელი და რთული ლოჯისტიკა, ეს ის პრობლემებია, რომელსაც უკრაინელი ინვესტორები საქართველოში აწყდებიან.

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი იმდენად შეზღუდულია, რომ უკრაინელი მწარმოებლებისთვის ის დღეს პრიორიტული არ არის. ამასთან მისი განმატებით პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის მოძიებაც, რაც ინვესტორებისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.

“პრობლემები და გამოწვევები რამდენიმე ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. პირველი საქართველოს ბაზრის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. როცა უკრაინელ მწარმოებლებს ვესაუბრები, მაგალითად ქათმის რეალიზოტორებს, მათ შეუძლიათ აწარმოონ 1 კვირაში ის მოცულობა, რასაც საქართველო 1 წლის განმავლობაში მოიხმარს, ამიტომ მათთვის საქართველოს ბაზარი პრიორიტეტული არ არის.

მეორე პრობლემა არის განათლება, რომლის მიმართულებითაც თქვენმა მთავრობამ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მაღალკვალიფიცური მუშახელის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ძალიან არაგონივრულია, როცა ინვესტორი ხარ წამოიყვანო პერსონალი სხვა ქვეყნიდან იმისთვის, რომ აქ შენს ქარხანაში დაასაქმო.

ბოლოს შავი ზღვა არის ის, რაც ჩვენ გვაკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, სახმელეთო ტრანსპორტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გათვალისწინებით ვეღარ გამოიყენება. ზღვა რჩება ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია პროდუქტები საქართველოში შემოვიტანოთ, ეფექტური გზაა, თუმცა საზღვაო გადაზიდვებით ყველაფერს ვერ შემოიტან”-ამბობს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები