სულხან თამაზაშვილმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე — დენის სალუქვაძე.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით გახდნენ რეგიონის მინისტრები ნატარიძე და სალუქვაძე.
ედნარ ნატარიძე
(ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი) ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში, როგორც ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შეავსო ასახავს შემდეგს:
უძრავი ქონება — ფლობს ორ მიწის ნაკვეთს ქობულეთში:
- 3511 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 170.7 კვ.მ შენობა (შეძენილი 22,000 დოლარად).
- 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შეძენილი 2,000 დოლარად.
ანგარიშებზე სხვადასხვა ვალუტით რამდენიმე ათასი ლარია, მათ შორის:
- 3157 ლარი სახელფასო ანგარიშზე;
- საკრედიტო ბარათებზე ჯამში დაახლოებით 9,000 ლარის ვალდებულება.
- დეკლარირებულია 28,000 ლარის სესხი, საიდანაც 6,000 ლარი შემოსავლის სახით მიუთითა.
შემოსავლები — 2023 წელს ბათუმის მერიაში მიღებული აქვს 40,592 ლარი.
სხვა უძრავი და მოძრავი ქონება, ავტომობილი ან ძვირფასი ნივთები დეკლარაციაში ასახული არ არის.
დენის სალუქვაძე
ბოლო დეკლარაცია შევსებული აქვს 2020 წელს, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსს.
"ოცნების" მთავრობაში აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 2020 წლის დეკლარაციაში უთითებს:
- უძრავი ქონება — ფლობდა ბინას თბილისში, დიდ დიღომში (56.4 კვ.მ), მეუღლესთან თანაბარი წილებით, შეძენილი 52,000 ლარად.
- მოძრავი ქონება — SUBARU Forester (2013), შეძენილი 20,017 ლარად, ასევე წილად მეუღლესთან.
- ბანკები და დეპოზიტები — რამდენიმე ანგარიშზე მცირე თანხებია, თუმცა დაფიქსირებულია დაახლოებით 1,800 ლარის საკრედიტო დავალიანება.
- საწარმოში მონაწილეობა — 100%-ით ფლობს შპს "დომინიონს", თუმცა შემოსავალი იმ დროისთვის მიღებული არ ჰქონდა.
- შემოსავლები — სხვადასხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის პარლამენტში და განათლების სამინისტროში, 2019 წელს ჯამურად მიიღო 19,800 ლარზე მეტი.
დენის სალუქვაძემ და ედგარ ნატარიძემ პოსტზე ზაზა შავაძე და ჯაბა ფუტკარაძე შეცვალეს. რამ განაპირობა ცვლილება აჭარაში "ოცნების" მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.



























