მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის მთავრობაში ცვლილებებია - თამაზაშვილმა ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა

თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტში ცვლილებებია. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა.ედნარ ნატარიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძეს შეცვლის.

"ის 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით.

ცვლილებაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. სულხან თამაზაშვილმა მინისტრის პოზიციაზე დენის სალუქვაძე წარადგინა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მან ზაზა შავაძე ჩაანაცვლა.

"მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები