მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებით გეგმავს აჭარის მთავრობა UN Tourism-თან პარტნიორობის გაღრმავებას? - ზურაბ პატარაძე შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენებაზე.

ზურაბ პატარაძემ UN Tourism-ის გენერალურ მდივანს აჭარის ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, მათ შორის, მდგრადი ტურიზმის განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

UN Tourism-ის გენერალურმა მდივანმა აჭარის ტურიზმის სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები