"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა.
სოხუმში დაბადებული მგალობლიშვილი "რუსული კანონის" სამი მოსმენით მხარდამჭერია.
ქონებრივი დეკლარაცია
ლევან მგალობლიშვილს 5 შვილი ჰყავს, თუმცა დეკლარაციაში, რომელიც 2023 წლის დეკემბერში შეავსო 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი.
დეკლარაციის მიხედვით მგალობლიშვილი 2 ბინას ფლობს თბილისში. პირველი 2017 წელს გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე 75,23 კვ.მ ჩუქებით აქვს მიღებული. ხოლო მეორე იმავე მისამართზე 2023 წელს 133 კვ.მ 50 000 ლარად შეიძინა. ახვლედიანს მხოლოდ ნაწილში აქვს თანხა გადახდილი ნაწილი კი გადაეცა თანასაკუთრებაში არსებული წილი ჩუქების საფუძველზე. ახვლედიანის ქუჩაზე ეკუთვნის 2 სარდაფი, რომელთაგანაც ერთი პრივატიზაციის გზით აქვს მიღებული 2001 წელს, ხოლო მეორე 2022 წელს 20 000 დოლარად იყიდა. ასევე, 50 000 ლარად შეძენილი 13, 42 კვ.მ ფართი და 82,88 კვ.მ იმავე მისამართზე.
2017-დან 2022 წლამდე მგალობლიშვილმა აბაშის რაიონის სოფელ მარანში 6 მიწის ნაკვეთი შეიძინა. საერთო ფართობი 56,098 კვ.მ.
დეკლარაციის მიხედვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა ფლობს კომპანიებს და წილს შემდეგ კომპანიებში:
შპს მარშალ ქონსთრაქშენი 100%; შპს ლევანიტა საქართველო 100%; ა შპს მარშალ დეველოპმენტი
საქართველო 100%; შპს მარშალ დიდი დიღომი 100%; შპს მარშალ დეველოპმენტი ვერა 100%; შპს ჩემი სახლი გუდაურში.
შპს ლაგუნა საქართველოს 50%-ს ფლობს ვლადიმერ დუნდუასთან ერთად; შპს საინვესტიციო ჯგუფი თლ 50%-ს ფლობს თენგიზ ესიავასთან ერთად.
პარლამენტის წევრის რანგში, მგალობლიშვილს 2022 წელს მიღებული აქვს 49 304 ლარი. , მიწის იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი, 207 822 ლარია.
დღგ-ს სახით 2022 წელს მგალობლიშვილს გადახდილი აქვს 75 959 ლარი. სესხის მომსახურებისთვის კი, 67 285 ლარი.
bm.ge-ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა უთხრა, რომ ახლა, როცა მგალობლიშვილი უკვე ოფიციალურად დაინიშნა ჯერ კომიტეტი განიხილავს საკითხს, ხოლო შემდეგ უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პლენარული სხდომა გადაწყვეტს.
მმართველ პარტიაში კი, განგვიცხადეს, რომ რადგან არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი მისი ჩანაცვლება დროში ვერ მოესწრება.