მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია?

ოთარ დანელია

ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

არსებული მდგომარეობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებს, უწყების ბიუჯეტი 950,000 ლარს შეადგენს, უშუალოდ მისი ანაზღაურება კი 2024 წელს 80,000 ლარს შეადგენდა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოთარ დანელია არაერთ ბიზნესში მონაწილეობს, მათ შორის 2024 წელს ის Duty Free სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის "დიუთი ფრი ალიანსის" 10%-ის მფლობელი გახდა. კომპანიის წლიური შემოსავალი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ოთარ დანელიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას, ის შემდეგ აქტივებს და ვალდებულებებს უთითებს:

ბიზნესომბუდსმენის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონებაა რეგისტრირებული:

  • ბათუმში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე 84,3 კვ.მ ბინა (ღირებულება – 148 000 აშშ დოლარი) და ავტოფარეხი (12 კვ.მ; 14 500 დოლარი);

  • თბილისში, თენგიზ გაზდელიანის I შესახვევში 880 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ღირებულება – 30 000 ლარი).

საბანკო ანგარიშები და ნაღდი თანხა

  • საბანკო ანგარიშებზე ყველაზე მაღალი ნაშთი ფიქსირდება „საქართველოს ბანკში“ – 76 300 ლარი.

  • „თიბისი ბანკში“ განთავსებულია მცირე მოცულობის მიმდინარე, საბარათე და სასკოლო ანგარიშები.

  • ოჯახი ასევე ფლობს ნაღდ ფულად დანაზოგს: ოთარ დანელიას სახელზე 55 000 აშშ დოლარი, ხოლო მეუღლის სახელზე – 25 000 ევრო.

სამეწარმეო საქმიანობა

დანელია რამდენიმე კომპანიაშია ჩართული:

  • შპს ექსტრა სპეისი – 100%-იანი წილის მფლობელი;
  • შპს გრეისტოუნი – 100%-იანი წილის მფლობელი;
  • შპს სმარტ ჰაუსი – 100%-იანი წილის მფლობელი;
  • შპს Sky Motors – 25%-იანი წილის მფლობელი;
  • შპს ლისი ცენტრი – 33%-იანი წილის თანამესაკუთრე;
  • გარდა ამისა, „გრეისტოუნი“ , რომელიც „Duty Free Alliance“-ში, 10%-იან წილს ფლობს.

შემოსავლები და ანაზღაურება

  • ოთარ დანელიამ, როგორც ბიზნესომბუდსმენმა 2024 წელს 80 199 ლარი ხელფასი მიიღო.

  • მეუღლე, მერი ჩიქობავა, შსს მომსახურების ცენტრში მუშაობდა და 88 156,7 ლარის ანაზღაურება აიღო.

სესხები და ფინანსური გარიგებები

დეკლარაცია ასახავს მსხვილ ფინანსურ ოპერაციებსაც:

  • დანელიამ გასცა 557 100 დოლარის სესხი საკუთარ კომპანიაზე („გრეისტოუნი“), საიდანაც ნაწილობრივი შემოსავალი უკვე დაფიქსირდა.

  • ასევე გაცემულია სესხები „სმარტ ჰაუსისთვის“ (100 000 USD), „ექსტრა სპეისისთვის“ (500 000 GEL), და რამდენიმე ფიზიკური პირისთვის როგორც დოლარში, ასევე ევროსა და ლარში.

  • პირიქით, თავადაც სესხით სარგებლობდა – 515 000 ლარის იპოთეკური სესხი „თიბისი ბანკიდან“ და 30 000 დოლარის სესხი ფიზიკური პირისგან.

საჩუქრები და სხვა შემოსავლები

2024 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელიამ 5 000 დოლარის საჩუქარი მშობლისგან მიიღო.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია პირადი გადმორიცხვები როგორც შემოსავლის, ასევე გასავლის სახით (მაგალითად, 3175 ლარი მეგობრისგან და 5000 ლარი მშობელთან).

ძირითადი ხარჯები

დანელიას მნიშვნელოვანი ხარჯები განკუთვნილია მგზავრობასა და დასვენებაზე (რამდენიმე ათასი დოლარი და ევრო), ასევე შვილის სწავლის საფასურზე (5469 ლარი) და მშენებლობა-რემონტზე (8000 ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები