ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკუთარი ძმისგან 62 900 ევრო მიიღო საჩუქრად. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ყურძნის რეალიზაციიდან ყოფილი მინისტრის შემოსავალი 14 ათასი ლარი იყო.
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2025 წლის 6 თვეში ლევან დავითაშვილს 57 490 ლარი აქვს მიღებული (თვეში დაახლოებით 9500 ლარი), ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ის პრემიერის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში, სადაც ხელფასის სახით 8 719 ლარი მიიღო.
რაც შეეხება ყოფილი მინისტრის სხვა ქონებას, დავითაშვილის ფლობს 2012 წელს ნაყიდ მიწის ნაკვეთს თელავის მუნიციპალიტეტ სოფელი შალაურში, რომლის ფართობი 4828 კვ-ია. მისმა ცოლმა 2025 წელს 43 038 ლარად იყიდა ავტომობილი Nissan Magnite-ი.
დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა. სწორედ ამ დროიდან მუშაობდა ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.
გასული წლის სექტემბერში ლევან დავითაშვილი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.




























