მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, 2026 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მისი და ოჯახის წევრების ფინანსური აქტივები მოიცავს როგორც საბანკო ანგარიშებსა და ხელფასებს, ისე სესხს, რომელიც საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული. ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციაში პოსტს 2024 წლის მარტიდან იკავებს.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან ჟორჟოლიანი და ასევე მისი მეუღლე არ ფლობენ უძრავ და მოძრავ ქონებას. შესაბამისად, მათ სახელზე არც სახლები და არც ავტომობილები რეგისტრირებული არაა. თუმცა, ამასთან ლევან ჟორჟოლიანი დეკლარაციაში უთითებს 70,000 დოლარის იპოთეკურ სესხს რომელიც მან 2022 წელს აიღო. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ უძრავი ქონება რომლის კრედიტსაც ჟორჟოლიანი ემსახურება არც მის არც მისი მეუღლის სახელზე არაა რეგისტრირებული. 2025 წელს ჟორჟოლიანმა იპოთეკური კრედიტის მომსახურებაზე 7060 ლარი დახარჯა. 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში კი ჟორჟოლიანმა მიუთითა, რომ ბინის რემონტზე 40,000 ლარი დახარჯა. თუმცა, აღნიშნული ბინა დეკლარაციაში მითითებული არაა.

ლევან ჟორჟოლიანმა 2025 წელს 105,645 ლარის ხელფასი მიიღო.

მისი მეუღლის ხატია მუსერიძის მიერ მიღებული შემოსავლები:

  • „ერისიონის“ ანსამბლში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე – 4794 ლარი;
  • „იმპელ დეველოპმენტში“ – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანაზღაურება 56 300 ლარი;
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ანაზღაურება 9367 ლარი;
  • სსიპ იუსტიციის სახლი - პიარისა და ინოვაციების მენეჯერი, ანაზღაურება 44 534 ლარი.

ლევან ჟორჟოლიანი საბანკო ანგარიშებზე 3759 ლარს უთითებს, ამასთან მას ნაღდი ფულის სახით მითითებული აქვს 10,000 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები