მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ekalata.gov.ge მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც მოსახლეობისთვის შედეგის მომტანი იქნება.
მისი განცხადებით, 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, რაც ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მათ შორის კონკურენციას წაახალისებს.
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ცნობისთვის, დღეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა.
13 პროდუქტის ფასები 12 უმსხვილეს ქსელში - რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?




























