მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე?

ლევან ჩიკვაიძე

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ 2025 წლის საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტი ასახავს როგორც მის, ასევე მეუღლის – ნინო მაჭარაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ბიზნესინტერესებსა და შემოსავლებს.

დეკლარაციაში ჩიკვაიძეს მითითებული აქვს მეუღლის სახელზე რეგისტრირებული 260 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა თბილისში ყაზბეგის გამზირზე. ასევე 53 ათასი ლარის საბანკო ანგარიშები.

ლევან ჩიკვაიძე დირექტორის ან მეწილის სტატუსით დაკავშირებულია 7 სხვადასხვა შპს-თან. მისი მფლობელობა ასე ნაწილდება:

  • 100%-იანი წილი – შპს "ელ სი რადიო", შპს "ელ სი კომპანი";

  • 20%-იანი წილი – შპს "ფუტსალის კლუბი თბილისი";

  • დანარჩენ 3 კომპანიაში (EXPRESS (ფოსტის შვილობილი), ლატარიის კომპანია, ჯორჯიან კარგო (ფოსტის შვილობილი) მას წილი არ გააჩნია, თუმცა ასრულებს დირექტორის ფუნქციას.

ლევან ჩიკვაიძის ძირითადი შემოსავალი საქართველოს ფოსტიდან მიღებული ანაზღაურებაა. 2024 წლის განმავლობაში მან კომპანიიდან მიიღო 100,635 ლარის ხელფასი, ასევე ჩიკვაიძემ ფოსტის შვილობილი კომპანია EXPRESS-ისგან 34,141 ლარის ანაზღაურება მიიღო. შესაბამისად მისი ჯამური ანაზღაურება 135 ათას ლარს აღწევს.

დეკლარაციის თანახმად, ჩიკვაიძეს არ აქვს მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება; არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია საჩუქარი ან გარიგებით მიღებული მატერიალური სარგებელი, რომელიც 500 ლარზე მეტი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები