საქართველოს რკინიგზის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და ყოფილმა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, აბაშიძეს ჰყავს მეუღლე ნატალია მეძმარიაშვილი და ორი არასრულწლოვანი შვილი.
დეკლარაციის მიხედვით, მას და მის მეუღლეს თბილისში რამდენიმე უძრავი ქონება აქვთ, მათ შორის ბინები, საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთი.
უძრავი ქონება
- ნატალია მეძმარიაშვილი – 100% მიწის ნაკვეთი, თბილისი, ბეთანიის დასახლება, თამარ მეფის ქუჩა. 589 კვ.მ; შეძენის თარიღი – 20.08.2024; სისტემური რეგისტრაცია; ღირებულება – 0 ლარი.
- ნატალია მეძმარიაშვილი – 100% საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ბეთანიის დასახლება, თამარ მეფის ქუჩა N47, 602 კვ.მ; შეძენის თარიღი – 20.08.2024; ჩუქება - ღირებულება – 0 ლარი.
- ნატალია მეძმარიაშვილი – 100% ბინა, თბილისი, ლიზიკო ქავთარაძის ქუჩა, 60,5 კვ.მ; შეძენის თარიღი – 29.04.2010; ნასყიდობა; ღირებულება – 64 000 აშშ დოლარი.
- ნატალია მეძმარიაშვილი – 100% ბინა, თბილისი, ლიზიკო ქავთარაძის ქუჩა, 150,2 კვ.მ; შეძენის თარიღი – 26.04.2010; ნასყიდობა; ღირებულება – 160 000 აშშ დოლარი.
- ლაშა აბაშიძე – 100% საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ვაზისუბანი, N25, 436 კვ.მ; შეძენის თარიღი – 05.04.2022; მემკვიდრეობა; ღირებულება – 0 ლარი.
მოძრავი ქონებიდან, აბაშიძე ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანას: Volvo S90 (შეძენის ღირებულება – 35 000 აშშ დოლარი) და Land Rover (14 000 აშშ დოლარი).
საბანკო ანგარიშები
- ლაშა აბაშიძე – თი–ბი–სი ბანკი, მიმდინარე ანგარიში (Concept Visa) – 7 893 ლარი.
- ლაშა აბაშიძე – საქართველოს ბანკი, მიმდინარე ანგარიში (Solo Visa) – 193,26 აშშ დოლარი.
- ლაშა აბაშიძე – საქართველოს ბანკი, სახელფასო ანგარიში – 4 880 ლარი.
- ლაშა აბაშიძე – საქართველოს ბანკი, დეპოზიტი – 135 000 აშშ დოლარი (შემოსავლის წყარო: უძრავი ქონების რეალიზაცია).
- ნატალია მეძმარიაშვილი – თი–ბი–სი ბანკი, მიმდინარე ანგარიში (Concept Visa) – 3 874 ლარი.
რაც შეეხება დეკლარაციის სხვა დეტალებს, მითითებულია, რომ იგი ფლობს 100%-იან წილს შპს „აქსიომაში“, თუმცა კომპანია საქმიანობას არ ახორციელებს.
2024 წელს აბაშიძემ 81 240 ლარი მიიღო თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლის იჯარიდან, ასევე 9 000 დოლარი – ავტომობილის გაყიდვიდან.
დეკლარაციის მიხედვით, მეუღლემ 120 000 დოლარის ღირებულების ქონება მშობლისგან საჩუქრად მიიღო.
აბაშიძემ გასულ წელს ასევე დაფარა 15 500 ლარის სწავლის საფასური და 6 500 ლარის სამოგზაურო ხარჯები.
შეგახსენებთ, აბაშიძემ პოსტზე დავით ფერაძე ჩაანაცვლა, რომელიც რკინიგზის დირექტორი 2017 წლის ბოლოდან იყო. უცნობია, რატომ დატოვა თანამდებობა დავით ფერაძემ. ოფიციალური ინფორმაციით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. აბაშიძეს დეკლარაციაში ახალი ხელფასი მითითებული არ აქვს, თუმცა რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დირექტორის პოსტზე ხელფასი 145 233 ლარია, ანუ თვიურად 12 102 ლარი იყო.
რაც შეეხება ახალი დირექტორის ლაშა აბაშიძის ბიოგრაფიას:
- ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით სწავლობდა;
- 2007-2010 წლებში იყო “საქართველოს რკინიგზაში” ოპერაციათა მართვის უფროსი და შესყიდვების სააგენტოს უფროსი;
- 2010-2013 წლებში დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს-განვითარების უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა;
- 2013-14 წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა;
- 2016-2017 წლებში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.




























