სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, 2025 წლის 31 იანვარს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც ჰყავს ოჯახის ორი წევრი, მშობლები კარლო და დაგმარა გადელიები.
საქმე ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი გადასცა კომპანიის მფლობელს, რომელიც მისი მეგობრისა და ყოფილი ბიზნესპარტნიორის მამაა . ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობამ მაისში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, , ვახტანგ გადელიამ, ბიძისა და ბიძაშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მუნიციპალური ტენდერები მოაგებინა.
bm.ge დაინტერესდა, როგორია სენაკის მერის ქონებრივი მდგომარეობა
უძრავი ქონება
დეკლრაციის მიხედვით, თავად სენაკის მერი აუძრავ ქონებას რ ფლობს, რაც შეეხებათ მშობლებს:
კარლო გადელია ფლობს:
- მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 73 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2017 წელი. ფასი: 1000 GEL.
- მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, საირმის ქუჩაზე 152 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2008 წელი. ფასი: 2000 GEL.
- მიწის ნაკვეთი სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძველი სენაკი, 2331 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2000 წლის 24 მაისი, (მემკვიდრეობა).
- მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, 99 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2024 წლის 5 დეკემბერი, ფასი: 0 (ჩუქება).
- ბინა ქალაქ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე 187.5 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2023 წლის 7 ივნისი, ფასი: 40 000 USD.
- მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე, 16.12 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2020 წლის 9 ივლისი, ფასი: 16760 USD.
დაგმარა გადელია:
- მიწის ნაკვეთი მცხეთა, ლისის ტერიტორია, "სოფ. თხინვალას მიმდებარედ", 1813 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2020 წელი 0 (ჩუქება).
- მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძეზე , 31.08 კვ.მ. – შეძენის თარიღი: 2021 წელი (ჩუქება).
მოძრავი ქონება
ოჯახს სამი მსუბუქი ავტომობილი ჰყავს. კარლო გადელიამ 2024 წლის ოქტომბერში შეიძინა Toyota 10,000 დოლარად. მერმა "მიცუბიშის" მარკის მანქანა 2020 წელს 3,000 დოლარად იყიდა, ხოლო დედამ დაგმარა გადელიამ Mercedes-Benz 2023 წელს 7,000 დოლარად შეიძინა.
საბანკო ანგარიშები და ანაბრები
ვახტანგ გადელიას „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 1,614.51 ლარს ფლობდა, ანაბარზე ჰქონდა 6,990 ლარი. კარლო გადელიას ლიბერთი ბანკში საპენსიო ანგარიშზე 783.83 ლარი, ხოლო თიბისიში დეპოზიტებზე ჯამში 500.11 დოლარი და 75 ლარი. დედას დაგმარა გადელიას მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა დეპოზიტზე.
სამეწარმეო საქმიანობა
გადელია წარსულში ფლობდა წილებს და ხელმძღვანელობდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის: შპს GBG საქართველო, შპს ჯი-ბი-ჯი საქართველო, შპს მეგაპოლისი თბილისი და სხვ. ყველა მათგანის საქმიანობა შეჩერებულია 2020 წლიდან და შესაბამისად, დეკლარაციაში 2024 წლისთვის შემოსავალი 0 ლარად არის აღნიშნული.
რაც შეეხება შემოსავლებს, ვახტანგ გადელიამ 2024 წელს მერის თანამდებობაზე 57,743.28 ლარი გამოიმუშავა. მამა, კარლო გადელია, სპეციალისტად მუშაობდა სს „არქეოპოლისში“ და წლის განმავლობაში 15,000 ლარი მიიღო.
ხელშეკრულებები და საჩუქრები
კარლო გადელიამ 2024 წელს გაყიდა ავტომობილი 10,000 დოლარად და ამავე ღირებულებით შეიძინა ახალი მანქანა. გარდა ამისა, მას საჩუქრად გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 40,000 ლარს შეადგენს.




























