აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 5 მარტს მისი მეუღლის, სოფიო ბაკურიძის საკუთრებაში გადავიდა თბილისში, თინა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 119,05 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც მას საჩუქრად გადაეცა (გადახდილი საფასური: 0 ლარი). შენიშვნის ველში მითითებულია: „ჩუქება 1998 წელი. ბინის მონაცემები დაკორექტირდა 05.03.2025 წ.“.
დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძისა და მისი მეუღლის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება:
სოფიო ბაკურიძე (მეუღლე): ბინა თბილისში (თინა იოსებიძის ქ. ) - 119,05 კვ.მ. შეძენის ფორმა: ჩუქება (05.03.2025, საფასური: 0).
საცხოვრებელი სახლი თბილისში (წავკისი, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ) — 280 კვ.მ. შეძენილია 2023 წლის 28 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 380 000 აშშ დოლარად. ეზოში დგას მშენებარე შენობა N1 (საერთო ფართი 384,1 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 243,9 კვ.მ, საზაფხულო 60,6 კვ.მ, სარდაფი 41,5 კვ.მ, კიბის უჯრედი და სადარბაზო 16,8 კვ.მ, ავტოსადგომი 21,3 კვ.მ). აღნიშნული სახლი დატვირთულია იპოთეკით.
ზურაბ პატარაძე: ბინა ქობულეთში (დ. აღმაშენებლის გამზირი) - 90,2 კვ.მ. მიღებულია მემკვიდრეობით 2006 წლის 30 აგვისტოს (0 ლარი). შენიშვნა: „მემკვიდრეობა 1993 წელი 120 კვ.მ.“.
ბინა თბილისში (ილია ჭავჭავაძის გამზირი) - 158,77 კვ.მ. შეძენილია 2011 წლის 12 აგვისტოს, ნასყიდობით, 280 000 ლარად (შენიშვნა: „ბინა შეძენილია 2008 წელს“).
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი არ ფლობს ბინას ბათუმში, სადაც ზურაბ პატარაძის სამუშაო ადგილია.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის წევრებს საბანკო ანგარიშებზე შემდეგი ნაშთები ერიცხებოდათ:
ზურაბ პატარაძე:
- „საქართველოს ბანკი“ (სახელფასო): 22 837,48 GEL;
- „საქართველოს ბანკი“ (საკრედიტო): 10 075,86 GEL;
- Kapital Bank (სახელფასო): 1 003,92 USD;
- Kapital Bank (საკრედიტო): 6 591,72 AZN.
სოფიო ბაკურიძე:
- „საქართველოს ბანკი“ (სახელფასო): 49,95 GEL;
- „საქართველოს ბანკი“ (დეპოზიტი): 4,95 GEL;
- „საქართველოს ბანკი“ (საკრედიტო): 102,73 GEL;
- Pasha Bank (სახელფასო): 6 876 AZN;
- Kapital Bank (მიმდინარე): -2,6 AZN.
ნაღდი ფულადი თანხა (დანაზოგი): ზურაბ პატარაძე - 3 500 აშშ დოლარი; სოფიო ბაკურიძე - 2 500 აშშ დოლარი.
წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა ანაზღაურებამ (ხელზე აღებული თანხა) შეადგინა:
ზურაბ პატარაძე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) - 94 404 აშშ დოლარი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამავე პოზიციაზე) - 8 479,68 ლარი.
სოფიო ბაკურიძე: SOCAR Midstream Operations LLC (სოციალური ინვესტიციების მრჩეველი, 01.01.2025 - 17.04.2025) - 21 506,52 AZN; SOCAR Midstream Gas Operations LLC, Georgia Branch (სოციალური ინვესტიციების მთავარი სპეციალისტი, 18.04.2025 - 31.12.2025) - 78 422,43 ლარი.
დეკლარაციაში ასევე ასახულია წინა წელს მოქმედი ფინანსური ვალდებულებები და ხარჯები:
ზურაბ პატარაძე
- რეზიდენციის ქირავნობის ხელშეკრულება (3 000 USD თვიურად, მოქმედების ვადა 01.09.2018 - 01.09.2026) - გასავალი: 36 000 აშშ დოლარი;
- იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება „საქართველოს ბანკთან“ (200 000 USD, 11.07.2023 - 20.07.2033) - გასავალი: 20 450 აშშ დოლარი;
- საცხოვრებელი სახლის რემონტის ხარჯი - გასავალი: 70 000 ლარი;
- შვილისთვის გადაცემული თანხა - გასავალი: 5 000 აშშ დოლარი;
- მეგობრის თხოვნით მისთვის ნივთის შესაძენად ჩარიცხული თანხა - შემოსავალი: 3 500 ლარი.
სოფიო ბაკურიძე: შვილის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯი - გასავალი: 3 100 ევრო;შვილის სწავლის საფასური - გასავალი: 12 700 ევრო.
დეკლარაციის თანახმად, ზურაბ პატარაძესა და მისი ოჯახის წევრებს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, ფასიანი ქაღალდები ან ძვირად ღირებული მოძრავი ქონება არ უფიქსირდებათ. ასევე, არ ფლობენ ავტომობილს.
























