მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი, რომელიც "ოცნებამ" კიდევ ერთხელ წარადგინა?

ომარ ტაკიძე

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ომარ ტაკიძე წარუდგინა.

პარტიის ინფორმაციით, ომარ ტაკიძეს განათლება მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 2017–2020 წლებში იგი იკავებდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. ხოლო 2020 წლიდან დღემდე არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერი.

ომარ ტაკიძეს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 იანვარს აქვს ჩაბარებული. მისი მეუღლის, ხათუნა დუმბაძის საკუთრებაშია 2 ბინა ბათუმში (ჯამში 100 კვ.მ-ზე მეტი), რომელიც დოკუმენტის თანახმად, ომარ ტაკიძემ ააშენა და მეუღლეს 2013 წელს აჩუქა. მისი შვილი, მარიამ ტაკიძე ასევე ფლობს ბინას (75,13 კვ.მ) ბათუმში, რომელიც 5 300 დოლარად, 2017 წელსაა შეძენილი.

ხათუნა დუმბაძე ფლობს 2023 წელს 12 300 დოლარად ნაყიდ ტოიოტა RAV4-ს. ომარ ტაკიძის სახელზე კი ავტომობილი არ ფიქსირდება.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ომარ ტაკიძის სახელფასო ანგარიშზე 1 901 ლარი იყო, მისი მეუღლის ანგარიშებზე კი 1 300 ლარი.

ომარ ტაკიძე 59%-ს ფლობს ბათუმში რეგისტრირებულ "შპს აშენე და იმეგობრე საქართველო"-ში, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე არანაირი ფინანსური ბრუნვა არ აქვს.

მან მერის თანამდებობაზე გასულ წელს 58 752 ლარი მიიღო. მისმა მეუღლემ კი, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრატორმა 1 698 ლარი, ხოლო როგორც ბათუმის #31 ბაგა ბაღის მეთოდისტმა - 12 034 ლარი.

ტაკიძემ სესხების მომსახურებაზე გასულ წელს 19 745 ლარი დახარჯა. დეკლარაციაში ასახულია 5 200 ლარის ხარჯი - სოფელ ნაღვარევში დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. გასულ წელს მისმა მეუღლემ 6 000 ლარი მიიღო კომერციული ფართის იჯარით, ასევე ბინის გაქირავებიდან - 7 283 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები