პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2026 წლის 31 მაისს შეავსო. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს დეპუტატის შემოსავალმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 119 731 ლარი შეადგინა (ხელზე აღებული თანხა).
დეკლარაციის მიხედვით, თავად არჩილ გორდულაძის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.
რაც შეეხება მის მეუღლეს, თამთა კანთელაძეს, იგი თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს (შეძენილია 2023 წელს):
- 75.7 კვ.მ ფართობის ბინა - შეძენილია 61 500 აშშ დოლარად;
- 45 კვ.მ ფართობის ბინა - შეძენილია 36 500 აშშ დოლარად;
- 2.3 კვ.მ ფართობის ფართი - შეძენილია 2 000 აშშ დოლარად.
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2024 წლის მაისში არჩილ გორდულაძეს „საქართველოს ბანკიდან“ აღებული აქვს 188 350 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი (თანამსესხებელია მეუღლე). გასულ წელს სესხის მომსახურებაზე გასავალმა 73 713.35 ლარი შეადგინა.
არჩილ გორდულაძის მეუღლე, თამთა კანთელაძე, სადაზღვევო სფეროში საქმიანობს. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა შემოსავალმა შეადგინა:
- სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ (მთავარი იურისტი) - 29 792.62 ლარი (დამატებით 621.97 ლარი მომსახურების ანაზღაურება);
- შპს „დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი არრიბაში“ - 2 461.20 ლარი;
- სს „პრივატში“ - 4 112.24 ლარი.
გარდა ამისა, თამთა კანთელაძემ თბილისში მდებარე ბინების გაქირავებიდან წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 6 000 აშშ დოლარი და 1 000 ლარი მიიღო. მის საბანკო ანგარიშებზე (მათ შორის „ტერა ბანკში“) ირიცხება 13 000 ლარზე მეტი და 2 300-ზე მეტი აშშ დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, ძვირად ღირებულ მოძრავ ქონებას ან წილებს სამეწარმეო საქმიანობაში.




























