"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აპოლონ კაკაბაძე თანამდებობა დატოვა. bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით წავიდა ის თანამდებობიდან.
აპოლონ კაკაბაძის ქონებრივი დეკლარაცია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, აპოლონ კაკაბაძემ ბოლო დეკლარაცია მიმდინარე წლის 23 აპრილს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, კაკაბაძეს ჰყავს მეუღლე, ლელა სეთურიძე და არასრულწლოვანი ვაჟი, საბა კაკაბაძე.
აპოლონ კაკაბაძის საკუთრებაშია:
- მანქანის სადგომი, რომელიც 2021 წელს თბილისში ნასყიდობით შეიძინა;
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიაში, 63964 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 2015 წელს 20 000 ლარი გადაიხადა;
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიაში 3848 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2023 წელს დაარეგისტრირა საკუთრებაში;
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიაში 8653 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2023 წელს დაარეგისტრირა საკუთრებაში;
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიაში 12508 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2015 წელს 5000 ლარად შეიძინა (ნასყიდობა);
- ზუგდიდში, სოფელ ანაკლიაში 2022 წელს დაარეგისტრირა, 401 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი;
- ქალაქ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე 2016 წელს 140 კვ.მ ფართობის ბინა $27000-ად შეიძინა;
- 2021 წელს შეიძინა სასოფლო–სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა (თვლიანი ტრაქტორი TC 504) 27000 ლარად;
ლელა სეთურიძის საკუთრებაშია:
- 91,4 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ფაქტობრივი მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო ხობში, სოფელ ხეთაში;
- ხობში, სოფელი ხეთაში, მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო 379,76 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი;
- ხობში, სოფელი ხეთაში, მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო 413,19 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი;
- მცხეთაში, სოფელი ნავდარაანთკარში, 2013 წელს $7000-ად შეიძინა 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი;
- ქალაქ თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე 2021 წელს, $27500-ად შეიძინა 61,1 კვ.მ ფართობის ბინა;
ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილის საკუთრებაშია:
- ქალაქ თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 2024 წელს, $34 650-ად შეძენილი 63 კვ.მ ბინა.
ოჯახის წევრების (აპოლონ კაკაბაძის, ლელა სეთურიძის და შვილის საბა კაკაბაძის) საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამი, ვალუტების მიხედვით ასე გამოიყურება:
|
განმკარგავი პირი (სახელი, გვარი) |
ჯამური ნაშთი (USD) |
ჯამური ნაშთი (GEL) |
|
აპოლონ კაკაბაძე |
45,355.61 USD |
84,766 GEL |
|
ლელა სეთურიძე |
1490 USD |
2,047.16 GEL |
საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 10 000 ლარს:
|
განმკარგავი პირი (სახელი, გვარი) |
ჯამური ნაშთი (USD) |
ჯამური ნაშთი (GEL) |
|
აპოლონ კაკაბაძე |
12 000 USD |
17 000 GEL |
|
ლელა სეთურიძე (მეუღლე) |
1000 USD |
15 000 GEL |
საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი:
აპოლონ კაკაბაძე : 36980,47 EUR (იპოთეკური სესხი) და 7999 GEL (შეღავათიანი აგროკრედიტი).
2024 წლის სამუშაოები და მიღებული ანაზღაურება:
აპოლონ კაკაბაძე
ხელფასი (მინისტრის მოადგილე): 93 030.84 ლარი
ბინის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი: 108 000 დოლარი
ლელა სეთურიძე
- ხელფასი (თბილისის მერია, კომუნიკაციის სააგენტო): 36 408 ლარი
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია: 85 000 ლარი
- იჯარის შემოსავალი : 18 000 ლარი
დეკლარაციაში ასევე ასახულია აპოლონ კაკაბაძის შვილის სწავლის საფასურზე ერთ წელში დახარჯული 10 800 ლარი.
აპოლონ კაკაბაძის საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:
- 02.2022 – 2025
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრის მოადგილე - 2019 – 02.2022
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრის მრჩეველი - 2018 – 2019
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო – დირექტორი - 2013 – 2018
სსიპ „112“ – დირექტორის მოადგილე - 2012 – 2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – საგამოძიებო სამსახურის უფროსი - 2008 – 2009
ქ. თბილისის მერია – ქონების მართვის სამსახური - 2003 – 2006
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ფინანსური პოლიციის სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი - 2000 – 2003
საგანგებო ლეგიონი – სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი - 1994 – 2000




























