საქართველომ 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 3,4 მლნ დოლარის 35 000 ტონაზე მეტი მარილის იმპორტი განახორციელა. საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 3,3 მლნ დოლარის 42 000 ტონა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,5 მლნ დოლარის 30 000 ტონა მარილი შემოვიტანეთ.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის მარილის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია 16 482 ტონით, მეორე ადგილს ირანი იკავებს - 13 564 ტონით, ხოლო მესამეს - აზერბაიჯანი 3 504 ტონით. ანალოგიურად ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქვეყანა იყო მარილის მთავარი იმპორტიორი გასულ წელსაც.