ბოლო მონაცემებით, კახეთში 204 000-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 76 000 ტონა რქაწითელი, 88 000 ტონა საფერავი, 4 600 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაცია BM.GE-ს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა.
მოსავალი საწარმოებს 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 210 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 ღვინის საწარმო და მარანი.
შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ სასპირტედ გადამუშავებულია 19 500 ტონა კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი.