მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეჟიმში განახლდება ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე

622aeba78ec5e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 10:38
817
რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე 11 მარტს ვაჭრობა 2 სექციაში არ განახლდება. ამის შესახებ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განახლდება:

„- საფონდო ბაზრის სექციაში (რუბლის ანგარიშების გამოსყიდვა "მისამართის შეკვეთების“ სექციის რეჟიმის გარდა);
- ასევე ვაჭრობა არ განახლდება სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე.
ვადიანი ბაზრის სექციაში საფონდო ბაზრის ინსტრუმენტებისთვის ვაჭრობა „დახურული პოზიციები - მისამართის განაცხადებით“ რეჟიმში იწარმოებს;

რაც შეეხება სხვა სექციებს, ფულის განყოფილების წარმოებული საბაზრო ინსტრუმენტებისა, საქონლის სექციასა და ფიუჩერსების სარკისებრი ხელშეკრულებების ორიგინალურ პლატფორმებზე ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში მოსკოვის დროით 10-დან 18:45 საათამდე გაიმართება;

მოსკოვის ბირჟის სავალუტო, ფულად და რეპოს ბაზარზე ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე განახლდება.

2022 წლის 14 მარტის მოსკოვის ბირჟის სამუშაო რეჟიმი რუსეთის ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 14 მარტს 9 საათამდე გამოქვეყნდება", - ნათქვამია ცენტრბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 1-ელი მარტის შემდეგ არ განახლებულა. ეს ის დროა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედა.