საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად, ხოლო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ნაწილობრივ აღდგა.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე კი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ასევე გუდაური-კობის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე.




























