საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ჩინეთი უკვე დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის შეუძლიათ სრული 30 დღის დარჩენის უფლებით.
მთავრობას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველო გააღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და ასევე ეს წამახალისებელი მექანიზმი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის საქართველოში შემოსაყვანად.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი ავიარეისი შესრულდება და ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოში ჩინელი მოგზაურებს რაოდენობას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა.
რამდენად წაახალისებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში იმოგზაურონ და უფრო მეტი რისკი ახლავს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას თუ სარგებელი?
სტუმარი: ვანო ვაშაყმაძე - ტურიზმის ექსპერტი;