მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს დირექციას სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესში? - განათლების ექსპერტი

შალვა ტაბატაძე

განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე BM.GE-სთან სკოლების გაჭიანურებული მშენებლობებისა და რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს, სადაც აღნიშნავს, რომ თავად სკოლა და მისი დირექცია ამ საკითხში ყველაზე ნაკლებად არიან ჩართული.

მისი თქმით, სკოლის ხელმძღვანელის ერთადერთი პასუხისმგებლობაა ის უწყებები თუ კერძო კომპანიები შეაწუხოს, რომლებიც საკითზე არიან პასუხისმგებელი.

"სკოლა ამ პროცესში მინიმალურად არის ჩართული. გადაწყვეტილებებს არ იღებს არც რემონტის დაწყების და არც ფინანსების გამოყოფაზე. აქ სხვადასხვა სტრუქტურაა ჩართული. ზოგიერთ შემთხვევაში განათლების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა, ზოგიერთ შემთხვევაში რეგიონალური განვითარების ფონდი და ა.შ.

ერთადერთი, სკოლის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა, იყოს უფრო აქტიური იმ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებთან და მეტი მოთხოვნები დააყენოს, რათა სამუშაოები დროზე დამთავრდეს. ხშირ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით, სკოლის დირექტორები ერიდებიან აქტიურობას იმ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, რაც გამომდინარეობს სკოლის დირექტორების შერჩევიდან, რომელიც მათ გათავისუფლებას უკავშირდება.

ზედმეტად მომთხოვნი დირექტორები იმის გამო, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო ინტერესებს უპირისპირდებიან, მათ ეს შეიძლება თანამდებობის ფასად დაუჯდეთ",-აღნიშნავს მკვლევარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები