მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საჭიროა შესყიდვების სისტემაში "აფილირებული კომპანიის" ცნების შემოტანა?

5e1b274df1623
ანუკა ჯოხაძე
13.01.20 10:15
1460
“შესყიდვების სისტემაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს აფილირებული კომპანიის ცნება”- ამის შესახებ BM.GE-თან  “ნიაური და კომპანიის” დირექტორმა ბადრი ნიაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად არის შემთხვევები, როცა კონტრაქტორი კომპანიები პროექტებს შესაბამის ვადებში ვერ ასრულებენ და შემდეგ ჯარიმებსაც იხდიან. ამასთან, ნიაურის განმარტებით, ხშირად არაკეთილსინდისიერი კომპანიები, შავ სიაში მოხვედრის მიუხედავად, ერთ წლის შემდეგ ტენდერებში ხელახლა, იგივე ან შეცვლილი სახელით მონაწილეობას მაინც ახერხებენ.

“თუკი მაგალითად მერია ხედავს, რომ კომპანია მის მიერვე დაკვეთილ სამუშოებს ვერ ასრულებს, ის ვალდებულია, ეს კომპანია გადააგზავნოს, რომ შავ სიაში აღმოჩნდეს. თუმცა ვხედავთ, რომ ამ ფორმალიზაციამდე 4-5 კონტრაქტი უფორმდება ამავე კომპანიას. ამ დროს კი ვინ არის დამნაშავე ბიზნესი თუ სახელმწიფო? რა თქმა უნდა სახელმწიფო, რომელიც არის დაკავებული პირდაპირი მნიშვნელობით კრიმინალით. უნდა შემოვიდეს აუცილებლად შესყიდვების სისტემაში აფილირებული კომპანიის ცნება, სადაც ბიზნესი თავის პასუხისმგებლობას აიღებს, შესაბამისად, ის დაისჯება და ასევე გამოჩნდება ის დანაშაულიც, როცა სახელმწიფო ჩინოვნიკები ამოფარებული არიან კანონმდებლობას.”-ამბობს “ნიაური და კომპანიის” დირექტორი ბადნი ნიაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები