მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საჩუქარი გაუკეთა კერძო სექტორმა ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს

5e2eb51ae83f6
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.20 14:00
11594

„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა“, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და იმ ბრიტანელ მოგზაურთან ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ველოსიპედი მოპარეს. 

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს, რაზეც მოგზაურმა სოციალურ ქსელში შემდგი პოსტი გამოაქვეყნა:  „11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება“.

„ჩვენს ბრიტანელ სტუმარს - როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი - Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში "Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი; 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”, - წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები