მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხე მოაქვს ხელოვნურ ინტელექტს (AI)? - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 06.09.2026

ილონ მასკი: „ხელოვნური ინტელექტით ჩვენ დემონს ვუხმობთ. ყველა იმ ზღაპარში, სადაც კაცი იმედოვნებს, რომ ხალიჩის ქვეშ მყოფი დემონი მის ბრძანებებს შეასრულებს, ყველაფერი ცუდად მთავრდება. “სტივენ ჰოკინგი: „სრული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა კაცობრიობის დასასრული გამოიწვიოს. ის თავისით განვითარდება და სულ უფრო სწრაფი ტემპით გადააკეთებს საკუთარ თავს. “ბილ გეითსი: „ხელოვნური ინტელექტი არის როგორც ბირთვული ენერგია — მას აქვს როგორც უდიდესი პოტენციალი სიკეთისთვის, ასევე უდიდესი საფრთხე. “სემ ალტმანი : „ხელოვნური ინტელექტი იქნება ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც შეცვლის ყველაფერს — განათლებიდან დაწყებული, მედიცინით დამთავრებული. “დიახ, ასეა, შეცვლის და უამრავ რამეს. რას შეცვლის და როგორ,ჯერ არც ვიცით ბოლომდე,რადგან ხელოვნური ინტელექტიც თავისი შესაძლებლობით სრულად ჩამოყალიბების პროცესშია. მაგრამ ქართულ ხუმრობას ვერაფერი შეცვლის: აქაოდა, ხელოვნური ინტელექტი მალე ყველა სამუშაოს წაგვართმევს! ნუ ნერვიულობთ, ვიდრე დენის გადასახადს დროულად არ გადაიხდის, ვერაფერსაც ვერ წაგვართმევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები