საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნებიდან შემომავალი ზარები კვლავ გააქტიურდა. როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, ასეთ დროს ზარზე გაცილებით სახიფათოა შეტყობინება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ვირუსს. იმ შემთხვევაში თუკი რამე ბმულზე გადახვალთ ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთავს შეეცდებით, ამით შესაძლოა დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის პაროლებზე, მიმოწერაზე და ა.შ.