მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მოქალაქეების მონაცემების გაჟონვა?

რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების მონაცემების ბოლო გაჟონვაზე და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს? მილიონობით ჩანაწერმა საქართველოს მოქალაქეებზე ინტერნეტში გაჟონა, რაც სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს პოტენციურად დაუცველს ტოვებს მავნე აქტორების მიმართ, წერს Cybernews-ი. ბობ დიაჩენკომ, კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა და SecurityDiscovery.com-ის მფლობელმა, Cybernews-ის კვლევით ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო. მონაცემთა ბაზა თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა.საუბარია შემდეგი ტიპის მონაცემებზე: პირადობის ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, გენდერი, სერტიფიკატის მსგავს ნომრები (პოტენციურად დაზღვევა), ტელეფონის ნომრები მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.

სტუმარი: ანდრო გოცირიძე - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები