მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხები განიხილება ხვალ პარლამენტში - მამუკა მდინარაძის პასუხი

პარლამენტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ხვალ, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

„ხვალ, სავარაუდოდ, იქნება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა, თუ რამე შემხვედრი აუცილებლობა არ იქნა საამისოდ. მომდევნო კვირების განმავლობაში დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა.

ხვალ უკვე საქართველოს პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც ათასზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო ხუთი ათასზე მეტ პატიმარს პერიოდულად, სხვადასხვა ეტაპზე, დროთა განმავლობაში შეეხება აღნიშნული ამნისტია და დატოვებს საპატიმროს.

ასევე, ხვალ, საბოლოოდ, მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი მიიღებს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, ე.წ. ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს და ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მმართველი პარტია მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი კონსტიტუციაშიც ავსახოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები