გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განიხილა.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე“,- აღნიშნავს ევროკომისარი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნია.




























