მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ბარიერები აწუხებს ბიზნესს? - BAG ინდექსი

დავები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნესი საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. 2024 წლის I კვარტალში აღნიშნულ ბარიერზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა მიუთითა.

რაც შეეხება აღნიშნული ბარიერის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებს, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობამ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლის მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. აღნიშნული ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორ (100%) აწუხებს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორს (50%).

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის ყველაზე მწვავედ მშენებლობაში დაფიქსირდა (67%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (38%).

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (67%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში (25%).

მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომელიც მარეგულირებელ გარემოს ხელის შემშლელად (5 პროცენტული პუნქტით) ასახელებდა, ხოლო შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომელიც სასამართლო სისტემასა და ადმინისტრაციულ საკითხებს ხელის შემშლელ ფაქტორებად მიიჩნევდა (შესაბამისად 15 და 16 პროცენტული პუნქტით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები