დეველოპერული კომპანია „ჰოუმერის“ აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ მეძმარიაშვილის განცხადებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება თბილისის კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე იგეგმება.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა, მათი მიზანი ერთდროულად სამი პროექტის ქონაა.
„რამდენიმეგან მიწა არჩეული გვაქვს და მოლაპარაკებაც მიმდინარეობს. შესაბამისად, უკვე არსებულ პროექტს ახალ პროექტებსაც დავამატებთ. ჩვენი მიზანია, რომ ერთდროულად 3 პროექტი მაინც გვქონდეს, მაგრამ ლოკაციები ახლოს არ იყოს, რადგან ადამიანი როდესაც ჩვენთან ბინის შეძენით დაინტერესდება, მას არჩევანი ჰქონდეს და არ იყოს მხოლოდ ერთი ტიპის პროდუქტის შეთავაზება“, - ამბობს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „ჰოუმერი“ ცოტა ხნის წინ შემოვიდა, რომელიც მის პირველ პროექტს „ჰოუმერი ალფას“ აშენებს და მისი დასრულება 2028 წელსაა დაგეგმილი.