მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სანქციებს უწესებს ევროკავშირი რუსულ ავიასექტორს და თვითმფრინავებს?

64623b576efb9
BM.GE
15.05.23 21:34
1544
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსული ავიასექტორი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ინდუსტრია, რომელზეც ევროკავშირმა იერიში მიიტანა. ამ ეტაპზე რუსულ ავიაკომპანიებს ფაქტობრივად აკრძალული აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და მომსახურების მიღება.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოითხოვს, რომ საერთაშორისო სანქციები სხვა სახელმწიფოებმაც დაიცვან და „შავ სიაში“ მოხვედრილ თვითმფრინავებსა და ავიაკომპანიებს მომსახურება არ გაუწიონ.

გთავაზობთ ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალს:

- რუსულ ავიაკომპანიებს აკრძალული აქვს ევროკავშირში ფრენა;
- რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ EU-ს აეროპორტებში დაშვება;
- რუსული წარმოების თვითმფრინავებით აკრძალულია EU-ს ტერიტორიაზე შესვლა;
- ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს შეზღუდული აქვთ რუსეთში ფრენა;
- რუსულ ოპერატორებს აკრძალული აქვთ EU-ში რეგისტრირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ეს შეზღუდვა ვრცელდება: თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლებზე, პილოტების გადამზადების ცენტრებზე, ტექნიკური სერვისების მიმწოდებლებზე, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლებზე, თვითმფრინავების მწარმოებლებზე, დაზღვევის მიმწოდებლებზე, საბანკო სერვისების მიმწოდებლებზე, საავიაციო განათლებისა და ლიცენზიების გამცემებზე.


სანქციების ფარგლებში, ევროკავშირში ფრენის უფლებისათვის აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) თვითმფრინავს არ უნდა აკონტროლებდეს რუსული ავიაკომპანია ან ოპერატორი;
ბ) თვითმფრინავი არ უნდა იყოს რუსეთში რეგისტრირებული;
გ) თვითმფრინავს არ უნდა ფლობდეს ან აკონტროლებდეს რუსეთში რეგისტრირებული კერძო ან იურიდიული პირი;
დ) თვითმფრინავის ბორტზე არ უნდა იყოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული მოქალაქე.

შენიშვნა: ყოველი ზემოხსენებული შეზღუდვა ვრცელდება როგორც კომერციულ, სამგზავრო, სატვირთო და უპილოტო, ასევე კერძო თვითმფრინავებზე.

გარდა ამ შეზღუდვებისა, ევროკავშირი მოითხოვს, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას EU-ს სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნები:
ა) ქვეყანაში არ შეუშვას სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები. (მხოლოდ „შავი სიით“ განსაზღვრული სანქცირებული თვითმფრინავები);
ბ) მომსახურება არ გაუწიოს სანქცირებულ თვითმფრინავებს;
გ) აეროპორტში დაშვების შემთხვევაში, მოახდინოს იმ თვითმფრინავების კონფისკაცია, რომლებიც სალიზინგო პირობების დარღვევით მიტაცებული აქვთ რუსულ ავიაკომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები