მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საქონელი გაიტანა 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე? - რეიტინგი

კონტეინერი

2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 6.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 7.8%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

ამ ზრდაში მთავარი წვლილი მიუძღვის მსუბუქი ავტომობილების, ფეროშენადნობების და სპირტიანი სასმელების ექსპორტს, რომელთა მოცულობამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს. ამავე დროს, განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების მიმართულებით.

საქართველოს ექსპორტი 2024 წელს:

# სასაქონლო ჯგუფი 2024 (აშშ დოლარი) ცვლილება (%)
1 მსუბუქი ავტომობილები 2,426,754,000 14%
2 ფეროშენადნობები 322,194,000 78%
3 სპირტიანი სასმელები 288,629,000 47%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები 275,998,000 7%
5 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 237,506,000 264%
6 მინერალური და მტკნარი წყლები 163,782,000 25%
7 მედიკამენტები 129,519,300 2%
8 თხილი და სხვა კაკალი 106,229,000 19%
9 აზოტოვანი სასუქები 118,907,000 -25%
10 თხილი და სხვა კაკალი 106,229,400 19%
დანარჩენი საქონელი 2,351,760,000 -11%

2024 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო ყირგიზეთი, რაც ავტოექსპორტს უკავშირდებოდა. საქართველოდან ყირგიზეთში სულ 1.29 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად 85%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიცია დაიკავა ყაზახეთმა 860 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 22%), მესამეზე კი აზერბაიჯანია 724 მილიონი დოლარით (კლება 16%).

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 6 მილიარდ 560 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 მილიარდ 875 მილიონ დოლარს (გაიზარდა 8.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები