მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საქონელი გაყიდა საქართველომ უცხოეთში იანვარში - TOP 10 პროდუქტი

602f69111473c
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.21 11:33
967
2021 წლის იანვრის განმავლობაში საქართველოდან სულ $224 დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ექსპორტმა $43.5 მილიონი დოლარით ანუ 16.2%-ით იკლო. ანგარიშის თანახმად, განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი, სადაც ვარდნა 54%-ს აღწევს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 10 უმსხვილესი დასახელების საქონლიდან 5-ის ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. 

2021წლის იანვრის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $49.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.9%;



2. მსუბუქი ავტომობილები - $24.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -54.2%;



3. ფეროშენადნობები - $23.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 50.8%;

4. მინერალური და მტკნარი წყლები - $8.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.4%;



5. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $8.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -41.1%;


6. თხილი და სხვა კაკალი - $7.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 165%.



7. სპირტიანი სასმელები - $6.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13.8%;

8. აზოტოვანი სასუქები - $6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -49%;



9. ციტრუსები, ახალი ან გამხმარი - $3.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16.5%;



10. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $3 მილიონი დოლარი, ზრდა 10%. 



სხვა დანარჩენი საქონელი - $81.7 მილიონი, კლება წინა წელთან -15.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები