მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება დღეს მუზეუმებს საქართველოში?

BM.GE
31.05.22 13:18
422
რა სჭირდება დღეს მუზეუმებს? - მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მუზეუმების დიდ ნაწილში ფონდების აღწერის და შეფასების, საექსპოზიციო დარბაზების და პროგრამების განახლების, არასრულყოფილი და მოუქნელი საკანონმდებლო ბაზის, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, დაბალი ანაზღაურების, განუვითარებელი სამუზეუმო მენეჯმენტის, ავარიული შენობების და ფინანსური მდგრადობის პრობლემები რომ დგას, ამ სფეროს სპეციალისტებისთვის სიახლე არ არის. არადა საქართველოს მუზეუმებს დამთვალიერებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე ემატებდა და ექსპერტების აზრით, სწორი მენეჯმენტის, უფრო აქტიური საინფორმაციო და მარკეტინგული კამპანიების და ხშირად განახლებადი ექსპოზიციების და სამუზეუმო შენობებისთვის დამატებითი კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციების მინიჭების შემთხვევაში, არსებობს ამ სფეროს განვითარების შესაძლებლობა.

თანამედროვე სამყაროში, განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუზეუმები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ჰქონდეთ დამოუკიდებელი პროექტები და ახერხებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი დამთვალიერებლის მოზიდვას. 2003-2004 წლებში, როდესაც საქართველოში მუზეუმების რეფორმა დაიწყო, UNESCO-ს ექსპერტებთან კონსულტაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მოკვლევებისა და ანალიზის მთელი სერია ჩატარდა და ჯერ კიდევ 17 წლის წინ გამოიკვეთა ის პრობლემები სამუზეუმო სივრცეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე აქტუალურია. რა არის სამუზეუმო ცხოვრების განვითარების ძალიან ნეტი ტემპის მიზეზი და რამდენად აქცევს სახელმწიფო ყურადღებას აღნიშნულ მიმართულებას?

სტუმარი: ქეთი კვიჭიძე - გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები