მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება ინოვაციის განვითარებას საქართველოში?

BM.GE
07.10.22 12:16
279
Global Innovation Index-ში საქართველოს პოზიცია 11 პუნქტით გაუარესდა და ქვეყანა 2022 წლის რეიტინგში 74-ე პოზიციას იკავებს. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ინოვაციური გარემოს სუსტი მხარეებია: კრეატიულGlobal Innovation Index-ში საქართველოს პოზიცია 11 პუნქტით გაუარესდა და ქვეყანა 2022 წლის რეიტინგში 74-ე პოზიციას იკავებს. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ინოვაციური გარემოს სუსტი მხარეებია: კრეატიული პროდუქტების დეფიციტი; ინფრასტრუქტურა; ცოდნა და ტექნოლოგიები. როგორც ინდექსიდან ჩანს, საქართველოს შედარებით ძლიერი მხარეა ინსტიტუციები – საქართველო 30–ე ადგილზეა – მხოლოდ ამ კუთხით ის მოწინავე პრაქტიკის მქონე – ე.წ. ბესთ ფერმორმერთა კატეგორიაშია. 

ინდექსიდან ისიც ჩანს, რომ ინოვაციების მიმართულებით ბაზრის განვითარება ჩამორჩება ბიზნესის განვითარებას. ადამიანური კაპიტალი და კვლევა კი – მნიშვნელოვანი გამოწვევაა – ამ კუთხით საქართველო ინდექსში 70–ე პოზიციას იკავებს. ეს იმ ფონზე, როცა ინოვაციები ე.წ. ბაზვორდია - არ ვიცი, ეს როგორ ვთარგმნო, ალბათ უფრო – საკვანძო სიტყვაა როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ლექსიკონში. 

სახელმწიფო სააგენტოც გვაქვს – GITA - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სტარტაპების განვითარებას ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვუწყობთ ხელს – მაგალითად, 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 ათასიდან 150 ათას ლარამდე გავზარდეთ. რატომ ვერ იქმნება საქართველოში ინოვაციებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემა – ვენჩურ კაპიტალით, ანგელოზი ინვესტორებით და ამ ეკოსისტემის გარეშე, რამდენად რეალისტურია საერთოდ სტაბილურობის მოლოდინი ი პროდუქტების დეფიციტი; ინფრასტრუქტურა; ცოდნა და ტექნოლოგიები. როგორც ინდექსიდან ჩანს, საქართველოს შედარებით ძლიერი მხარეა ინსტიტუციები – საქართველო 30–ე ადგილზეა – მხოლოდ ამ კუთხით ის მოწინავე პრაქტიკის მქონე – ე.წ. ბესთ ფერმორმერთა კატეგორიაშია. 

ინდექსიდან ისიც ჩანს, რომ ინოვაციების მიმართულებით ბაზრის განვითარება ჩამორჩება ბიზნესის განვითარებას. ადამიანური კაპიტალი და კვლევა კი – მნიშვნელოვანი გამოწვევაა – ამ კუთხით საქართველო ინდექსში 70–ე პოზიციას იკავებს. ეს იმ ფონზე, როცა ინოვაციები ე.წ. ბაზვორდია - არ ვიცი, ეს როგორ ვთარგმნო, ალბათ უფრო – საკვანძო სიტყვაა როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ლექსიკონში. 

სახელმწიფო სააგენტოც გვაქვს – GITA - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სტარტაპების განვითარებას ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვუწყობთ ხელს – მაგალითად, 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 ათასიდან 150 ათას ლარამდე გავზარდეთ. რატომ ვერ იქმნება საქართველოში ინოვაციებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემა – ვენჩურ კაპიტალით, ანგელოზი ინვესტორებით და ამ ეკოსისტემის გარეშე, რამდენად რეალისტურია საერთოდ სტაბილურობის მოლოდინი?

სტუმარი: ირაკლი ქაშიბაძე - "Future Laboratory"-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები