მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება სოფლის მეურნეობის სექტორს განვითარებისთვის?

მომავლის ფერმერი

საქართველოში ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას მეურნეობათა მხოლოდ 1.5% ამუშავებს. ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023“. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 19.8%-ს შეადგენს. მათგან უმეტესი ნაწილი კი საკუთარ მეურნეობაში – მცირე მიწაზე მუშაობს. ამასთან – საქართველოში მეურნეობათა 73.1% ერთ ჰექტარამდე მიწას ამუშავებს, 25% - ერთიდან ხუთ ჰექტარამდე და მხოლოდ 1.5% ამუშავებს ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად შემცირდა სიმინდით ნათესი ფართობები. მოსავლის ჯამური მოცულობის კლების მიუხედავად, მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე დადებითია თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის პროდუქტიულობაში.

რა მიდგომები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემების ნაწილი მაინც შემსუბუქდეს ან აღმოიფხვრას?

სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;