თხილის სექტორის დახმარება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამეგრელოსა და კახეთში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სამეგრელოში მათ 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც. რა სჭირდება სექტორსა და რა ეფექტი მოიტანა სახელმწიფო სუბსიდირებამ?
სტუმარი: მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;